ცნობილი ამერიკელი მოდელი - ჯიჯი ჰადიდი იტალიური Vogue-ს მაისის ნომრის გარეკანზე მოხვდა, თუმცა ამჯერად მისმა ამ გამოჩენამ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ტოპმოდელი ჟურნალის გარეკანზე მისთვის უჩვეულო მუქი კანის ფერით პოზირებს და ფოტოშოპის შედეგად თითქოს მისი სახის ნაკვთების ფორმაც უცნაურია.
ოთხშაბათს ჰადიდმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ჟურნალის გარეკანის ფოტო, უარყოფითი კომენტარების შემდეგ კი, გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა აღნიშნული ფაქტის გამო.
ჯიჯიმ ინსტაგრამზე გადაღების შემდგომი ფოტოც ატვირთა, რომელსაც წარწერა დაურთო, სადაც საუბარია, რომ რეალურად გადაღებებზე ის ჩვეულებრივი კანის ფერით პოზირებდა და როგორც ჩანს, ჟურნალის გარეკანისთვის ფოტოს დამუშავება არც ისე კარგად წარიმართა.