მსოფლიოში კარგად ცნობილი ტრადიციაა ქორწილში მეჯვარე ქალბატონებისთვის წონის, სიმაღლისა თუ კანის ფერის მიუხედავად, ერთმანეთის მსგავსი ფერის სამოსის შერჩევა. ბოლო დროს, ეს ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება, თუმცა რეალურად ძალიან ცოტამ თუ იცის ამ ტრადიციის ისტორია, რომელიც ძველი რომიდან იწყება.
ძველ რომში სწამდათ, რომ ახალდაქორწინებული წყვილის ბედნიერებას ბოროტი ძალები საფრთხეს უქმნიდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ქორწილის დღეს პატარძალს და რამდენიმე ქალბატონს ერთმანეთის მსგავსად სცმოდათ, რათა ბოროტ სულებს ცერემონიის დასრულებამდე არ ჰქონოდათ საშუალება გაეგოთ თუ ვინ იყო პატარძალი.
თუმცა აღნიშნულმა ტრადიციამ დღეს ესთეტიკური ხასიათი მიიღო და უძველესი ჩვეულება მხოლოდ მეჯვარეების მსგავს ჩაცმულობაში აისახება.