„მისი ენერგია იმდენად ძლიერი იყო, რომ მხოლოდ იარაღს შეეძლო მისი შეჩერება. მაგრამ ტყვიას არ შეუძლია მოკლას მისი სული“
ეს დონატელა ვერსაჩეს სიტყვებია, ასე საუბრობს ის თავის ძმაზე - ამერიკული მოდის ოსკაროსან, იტალიელ დიზაინერზე - ჯანი ვერსაჩეზე.
ჯანი ვერსაჩე
ჯანის სიკვდილის შემდეგ, სამოდელო სახლს “VERSACE” -ს სწორედ დონატელა, თავის ძმა სანტოსთან ერთად მართავს.
სანტო, დონატელა და ჯანი ვერსაჩეები
ამერიკული კრიმინალური ისტორია FX-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის მესამე სეზონი- ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას ეხება.
ძნელია არ დაეთანხმო დონატელას და წარმოუდგენელია არ შეიგრძნო ვერსაჩეს ბრენდი მისი სრული სიდიადით, როდესაც იპკურებ ახალ სურნელს - სახელად VERSACE Pour Femme – DYLAN BLUE.
ბრენდი „VERSACE“ უკვე 40 წელია რაც არსებობს, ის დღევანდელ დღესაც ერთ-ერთი წარმატებული და უმსხვილესი სამოდელო სახლია.
ბრენდის წარმატება - ლოგოდან იწყება. არჩევანი მედუზა გორგონას თავზე როგორც ლოგოტიპზე - ჯანი ვერსაჩემ განგებ გააკეთა.
VERSACE -ს ლოგო - აერთიანებს მოდის და მითოლოგიის სამყაროს. ის არის საბედისწერო ანტიკური სილამაზის სიმბოლო , რომელიც დღეს უკვე კლასიკად იქცა. სილამაზის და უბრალოების ეს სინთეზი პირდაპირი მნიშვნელობით გაჰიპნოზებს.
ამ მომაჯადოვებელი ნიშნის ქვეშ დღეს მაღალი მოდის, იტალიური ფუფუნების და სიმდიდრის სიმბოლოა წარმოდგენილი!
ვერსაჩეს სტილის თაყვანისმცემლები იყვნენ ელტონ ჯონი და ლუჩანო პავაროტი, სტინგი და ბოი ჯორჯი , მადონა და ლედი დიანა, მოკრივე მაიკლ ტაისონი ( რომელიც ვერსაჩეს მაისურს ციხეშიც კი არ იხდიდა) და ჰიუ გრანტი. ვერსაჩე იყო მასობრივი მოდის აბსოლუტური ავტორიტეტი.
დონატელა, ჯანი და თინა ტერნერი
ჰოლივუდის ვარსკვლავები, ესტრადის, სამოდელო და შოუ- ბიზნესის წარმომადგენლები მსოფილიოს სხვა და სხვა წერტილიდან მოფრინავდნენ მის დეფილეზე დასასწებად.
დიზაინერი და ტოპ მოდელები
ჯანი ვერსაჩე და ელტონ ჯონი
თბილისში კი, სხვა და სხვა მედიის წარმომადგენლები ახლად გახსნილ კლუბში „ DOORS ” შეიკრიბნენ, უკვე პარფიუმერულ კომპანია ICI PARIS -ს პრეს - ლანჩზე, ვერსაჩეს ახალი არომატის გასაცნობად.
ქართული მედიის წარმომადგენლები
პრეზენტაციას ტრადიციულად ხატია შამუგია უძღვებოდა
ხატია შამუგია
ისი პარის პიარმა განსაკუთრებულად გახსნა საღამო. ვერსაჩეს სახლის კიდევ ერთი პოპულარული მეგობრის, დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერლის Bruno Mars -ს კლიპით - “VERSACE On The Floor”
ვერსაჩეს ბრენდით სუნამოები - 1981 წლიდან გამოდის და დიდი პოპულარულობით სარგებლობს როგორც ქალბატონებში ასევე მამაკაცებში, წელიწად ნახევრის წინ გამოსული მამაკაცის VERSACE Pour Homme DYLAN BLUE -ს გამოუჩნდა ვნებიანი და სექსულაური პარტნიორი VERSACE Pour Femme DYLAN BLUE -ს სახით.
" VERSACE Pour Femme DYLAN BLUE – ჩემი ქალურობის გამოხატულებაა,
მე შევქმენი ძლიერი, მგრძნობიარე და ამავე დროს რაფინირებული არომატი ქალბატონებისთვის, რომელთაც კარგად აქვს საკუთარი ძალაუფლება გააზრებული"
დონატელა ვერსაჩე
სუნამოს არომატი უნიკალურ ნოტთა ალქიმიას წარმოდაგენს..
შავი მოცხარის და მწვანე ვაშლის კომბინაცია არაჩვეულებრივ ხილოვან აკორდს ქმნის.
ამ თანამედროვე თაიგულში ყვავილები გარდაიქმნებიან ყინულოვან, ფანტაზიაში არსებული ველური ყვავილებისგან დაწურულ ელექსირად.
საბაზო, მერქნოვანი ნოტები, გარდაიქმნებიან უნიკალურ კოქტეილად. გუნდრუკი და თეთრი მერქანი, მუშკი და ფაჩულიკი - დამატყვევებელ, მგრძნობიარე, ამაღელვებელ არომატად.
თუკი შენც ხარ მგძნობიარე, გსურს თავბრუ დაახვიო შენს გარშემო ყველას, მაშინ ეს არომატი შენ გელოდება ისი პარის მაღაზიათა ქსელში.