როგორც კი სამეფო ოჯახი საზოგადოების წინაშე გამოჩნდება, პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას ფოტოები ყველა მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. პატარები, როგორც წესი, სამეფო ოჯახისთვის დამახასიათებელი დახვეწილი ლუქებით გამოირჩევიან, თუმცა პრინცი ჯორჯის უცვლელი სტილი, რომელშიც მოკლე შორტები ყოველთვის ფიგურირებს, ბევრ კითხვას აჩენს.
ბრიტანული არისტოკრატიის ტრადიციული შეხედულებით, პრინცისთვის საზოგადოებაში გამოჩენისას, აუცილებელია შორტების ტარება, რადგან სხვა ნებისმიერი ჩაცმულობა ქუჩურ სტილად აღიქმება და მაღალი კლასისთვის შეუსაბამოა.
ჩაცმის ეტიკეტის ექსპერტი - უილიამ ჰენსონი წერს, რომ შარვლები უფრო მოზრილი მამაკაცებისთვისაა მხოლოდ მიღებული, მაშინ როცა უმცროსი ასაკის წარმომადგენლებზე მოკლე შორტები მაღალი კლასის ყველაზე უბრალო ინდიკატორია.