ცნობილი ვარსკვლავები ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, სანამ საზოგადოების წინაშე განსაკუთრებულ ღონისძიებებზე წარსდგებიანი, ჰოლივუდის ლამაზმანი ქალბატონები არ იშურებენ ენერგიასა და თანხას, რომ მოდური ლუქებით საუკეთესოდ წარმოაჩინონ საკუთარი თავი, თუმცა Harpers Bazaar-მა წელს ათი ყველაზე ძვირადღირებული კაბა გამოავლინა, რომელიც ვარსკვლავებმა სპეციალურად წითელი ხალიჩისთვის შეარჩიეს.
10. ანა ჰეთევეის ვალენტინოს კაბა, რომლითაც ვარსკვლავი 2011 წლის ოსკარის დაჯილდოვებაზე წარსდგა, 80 000 $-ის ღირებულებისაა.
9. ქეით უინსლეტმა, 2007 წლის ოსკარის დაჯილდოვებაზე Valentino-ს ბრენდის მწვანე, 100 000 დოლარიანი კაბით დაგვამახსოვრა თავი.
8. შარლიზ ტერონი 2013 წლის ოსკარის დაჯილდოვებაზე 4 მილიონიანი Dior-ის თეთრი 100 000 დოლარიანი კაბით.
7. ჯესიკა ბილიც ასევე 100 00 $ დოლარიანი Chanel-ის კაბით დამსახურებულად იკავებს მეშვიდე ადგილს.
6. ქეით ბლანშეტი 2014 წლის დაჯილდოვებაზე Armani-ს ბრენდის 100 000 დოლარის ღირებულების კაბით პოზირებდა.
5. ლუპიტა ნიონგას 6000 მარგალიტით გაწყობილი Calvin Klein-ის კაბა 150 000 დოლარადაა შეფასებული.
4. ქეით ბლანშეტის ჩაცმულობა ათეულში მეორედ კვლავ Armani-ს 200 000 დოლარად შეფასებული კაბით მოხვდა.
3. მესამე ადგილს პრინცესა დაიანა იკავებს, რომელიც Victor Edelstein-ის 240 000 ფუნტად შეფასებული შავი ფერის კაბით წარსდგა 1995 წელს თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე.
2. ათეულში მეორე ადგილზე ნიკოლ კიდმანსი 2 მილიონ დოლარად შეფასებული Dior-ის კაბა მოხვდა, რომელიც ექსკლუზიურად მისთვის ჯონ გალიანომ შექმნა.
1.ყველაზე ძვირადღირებული კაბის სტატუსი მერლინ მონროს 4.6 მილიონ დოლარად შეფასებული თეთრი სადა კაბას ხვდა წილად, რომელიც სწორედ ამ ფასად გაიყიდა 2011 წლის ლოს-ანჯელესის აუქციონზე.