26 წლის თაკო ბოჩიკაშვილი, რომელიც თავისი ვიზუალით ძალიან ჰგავს ბრაზილიელ სუპერმოდელს - ადრიანა ლიმას, ხუთი წელია, რაც თბილისში ჩამოვიდა და იქამდე კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა. პროფესიით თაკო მსახიობია და ხატვითაც არის გატაცებული.
არაჩვეულებრივი ვიზუალის მიუხედავად, თაკოს სამოდელო სფეროსთან შეხება არ ჰქონია და უახლოეს მომავალშიც საკუთარი ცხოვრება სამსახიობო კარიერას სურს, რომ მიუძღვნას.
თაკო ცხოვრების აქტიური სტილი მოსწონს და ფიტნესითაც აქტიურად არის დაკავებული.
„სისტემატიურად ვვარჯიშობ და ყოველთვის ვცდილობ გარეგნობა უკეთესობისკენ შევცვალო, ხშირად უკითხავთ თუ რატომ არ ვარ სამოდელო ბიზნესში, მაგრამ საქართველოში ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ, მომავალს რაც შეეხება, არ გამოვრიცხავ რომ ოდესმე ამ სფეროშიც მოვსინჯო ბედი“ - აღნიშნა მან.