41 წლის სუპერვარსკვლავი, რომელმაც სამოდელო კარიერა ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში დაიწყო, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დღესაც არ კარგავს და ამჯერად Triumph-ის ბრენდის ქალის თეთრეულის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს წონაში საგრძნობლად მოიმატა, კვლავ იდეალურ ფორმაშია და ჩვეული ხიბლით ნუსხავს მნახველს.
სამი შვილის დედა ინარჩუნებს სექსუალურ ფორმებს, თუმცა როგორც აღნიშნავს ეს საკმაოდ რთულია, როცა ასეთი დატვირთული პირადი ცხოვრება გაქვს.
ლივისა და ცნობილი ბრენდის პარტნიორობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსდა, ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ლივი თანამედროვე ქალის იდეალია, რომელიც დედობას სამსახიობო კარიერას არაჩვეულებრივად უთავსებს და ყველა დროის ქალურობის ეტალონია.
„ლივს ყველაფერი ახასიათებს რაც ჩვენს ბრენდს სჭირდება, ესაა სილამაზე, ელეგანტურობა და ქალური თავდაჯერებულობა“ - აღნიშნა ბრენდის ოფიციალურმა ხელმძღვანელმა - სიუზან მაკკენმა.