28 აპრილს ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი - ლედი გაგა, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული ექსტრავაგანტულობით გვამახსოვრებს თავს, საკუთარი ჩაცმულობით კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად მომღერლის არჩევანი კიდევ ერთხელ შეჩერდა ქართველ დიზაინერზე. ლედი გაგას ოფიციალურმა ბლოგმა -“La Maison De Gaga” გამოაქეყნა ფოტოები, სადაც ექსტრავაგანტულ მომღერალს ქართველი დიზაინერის - თამუნა ინგოროყვას ბრენდის თეთრი ტყავის თრენჩი აცვია. საკუთარი არჩევანით კმაყოფილმა, მოდური ლუქი ერთგულ მსმენელსაც გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მონსტრების დედოფალმა ქართველი დიზაინერის სამოსზე შეაჩერა ყურადღება და გასულ წელსაც, ლას-ვეგასში გამართულ - ლაიონელ რიჩის კონცერტზე, Avtandil-ის ბრენდის მომხიბლავი კაბით წარსდგა.