ბარბადოსელი მომღერალი და მსახიობი - რიანა ფენტი ამჟამად დიზაინერის როლში გვევლინება და ქალის თეთრეულის საკუთარ ხაზზე მუშაობს, რომელიც „Savage X Fenty-ის“ ბრენდული სახელწოდებით, 11 მაისიდან ჩაეშვება გაყიდვაში. მომღერალმა სიახლის შესახებ გულშემატკივრებს ინსტაგრამით შეატყობინა და ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც მომხიბვლელი ქალბატონი საკუთარი ბრენდის ვარდისფერი ბოდუარით პოზირებს.
რიანამ ბრენდის ვიდეო თიზერიც გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს აცნობა, რომ მისი პროდუქციის შეძენა ნებისმიერ მსურველს Savagex.com-იდან შეეძლება. ასევე, საიტზე დარეგისტრირებული ყველა მომხმარებელი მუდმივ რეჟიმში მიიღებს სიახლეების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას.
ცოტა ხნის წინ რიანამ საკუთარი პარფიუმერული ხაზი „Fenty Beauty-ც“ გამოუშვა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.