ცნობილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი და მისი ამერიკელი მეუღლე - ბენ ჩაიმი მალე პირველო შვილის მშობლები გახდებიან. წყვილი ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება და აქტიურად აქვეყნებს ბედნიერი ოჯახური ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, რომლებზეც ნუკი, როგორც ყოველთვის, იდეალურად გამოიყურება და შესანიშნავად ირგებს მოდური მომავალი დედიკოს როლს.
ნუკი ამჟამად ორსულობის 31-ე კვირაშია, თუმცა ინარჩუნებს შესანიშნავ ფორმებს და ცხოვრების ამ მნიშნელოვანი ეტაპის სამახსოვროდ ცოტა ხნის წინ თამამ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ნუკი აღიარებს, რომ როგორ ნებისმიერი ქალბატონი, პირველ ორსულობას ძალიან ემოციურად შეხვდა და აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის ცხოვრების ამ ეტაპზე მეორე ნახევრის აქტიური მხარდაჭერა.