პრინცესა დაიანას იდეალაურად შეხამებული გამოსასვლელი კაბები ყოველთვის აღტაცებულს ტოვებდა საზოგადოებას, თუმცა ხშირად შენიშნავდით პატარა ხელჩანთებსაც, რომლებსაც, როგორც ბოლო წყაროებიდან ხდება ცნობილი, ცნობილი ქალბატონი განსაკუთრებული მიზეზით ატარებდა.
პრინცესამ აბეზარი პაპარაცების გადამეტებული ცნობისმოყვარეობისგან თავის ასარიდებლად გადაწყვიტა ამოღებულ კაბებთან ერთად ეტარებინა პატარა ჩანთებიც, რომლებითაც ავტომანქანიდან გადმოსვლისას, იმდენად მოხერხებულად იფარავადა გულმკერდს, რომ დღემდე უცნობი რჩებოდა მისი ეს გონებამახვილური გადაწყვეტილება.
ბრიტანელი დიზაინერი - ანია ჰაინდმარჩი, რომელიც დაიანასთან მუშაობდა, აღნიშნავს, რომ პრინცესამ ხელის ჩანთებს სასაცილო სახელწოდებაც შეურჩია, „ძალიან ბევრი ვიცინეთ, როცა კლაჩებს პრინცესა დაიანამ გულისპირის ჩანთები უწოდა, პატარა სატინის ხელჩანთებს ის არასდროს იშორებდა, როცა ავტომობილიდან გადმოდიოდა“ - აღნიშნა მან.
ჰაინდმარჩმა ისიც დაამატა, რომ პრინცესა ძალიან ლოიალური იყო და მასთან გატარებული დრო ყოველთვის სასიამოვნო გასახსენებელია. პრინცესა, როგორც წესი, დაცვის ესკორტის გარეშე სტუმრობდა დიზაინერს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრინცესა ბრიტანეთის სამეფო კარის ერთადერთი წარმომადგენელი არ არის, რომელმაც ხელჩანთებს განსაკუთრებული დატვირთვა მიანიჭა. საზოგადოებაში ხელის ჩამორთმევის თავიდან ასაცილებლად კემბრიჯის ჰერცოგინია - ქეით მიდლტონიც იმავე ხერხს მიმართავს და ჩანთებს, როგორც წესი, ორივე ხელით ატარებს.