მეი მასკი წარმოშობით კანადელი მოდელი და დიეტოლოგია, რომელიც ტესლას შემქმნელის - ილონ მასკის დედაც გახლავთ. მეის მოდის ინსდუსტრიაში ორმოცდაათწლიანი სტაჟი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ 70 წლის არის, დღესაც გვაოცებს უბერებელი სტილითა და ვიზუალით, რომელიც ამჯერად Harper’s Bazaar-ის ობიექტივში მოხვდა.
მეი მასკი დღემდე ინარჩუნებს ფორმას და მრავალი კოსმეტიკური ბრენდის სახეეცაა. მოდელი ლაღად პოზირებს ჟურნალის გარეკანებსა თუ ცნობილი დიზაინერების ჩვენებებში. აღსანიშნავია, რომ 1969-წელს მეი "მის სამხრეთ აფრიკის" სილამაზის კონკურსის ფინალშიც გავიდა და მას შემდეგაც, მიუხედავად სამი შვილის ყოლისა, ყოველთვის სათანადო დროს უთმობდა კარიერასაც.
საინტერესოა რაში მდგომარეობს წარმატებული ქალბატონის ახალგაზრდობის საიდუმლო, გამოცემაში მეიმ აღნიშნა, რომ დიეტოლოგის პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის აქცევდა ყურადღებას სათანადო კვებას, რაც განსაკუთრებით საჭირო სწორედ ასაკის მატებასთან გახდა, ვინაიდან ამ დროს ორგანიზმში ქოლესტერინის დონე ზრდისკენაა მიმართული.
მეი ძირითადად ხილითა და ბოსტნეულით იკვებება, თუმცა მის საკვებ რაციონში ხორციც დიდ ადგილს იკავებს, ერთადერთი რამ, რასაც მეი კატეგორიულად უარყოფს, ტკბილეულია და როგორც აღნიშნავს, მის სახლში ვერასდროს ნახავთ შოკოლადს, ორცხობილას ან სხვა რაიმე სახის ტკბილეულს.
მეი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელიცაა და ის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს საკუთარი ცხოვრების ამსახველ საინტერესო ფოტოებს, რომლებზეც მოდელი ბრწყინვალედ გამოიყურება.