მალე “H&M-ი“ და “Moschino” ერთობლივ კოლექციას გამოუშვებენ, სიახლე ჯერემი სკოტმა კოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე გააჟღერა და შემდგომ ინსტაგრამზეც ატვირთა ვიდეო წარწერით „როგორც იქნა, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვითანამშრომლებთ „Moschino-ს“ ყველაზე მხიარულ და ქარიზმატულ ბრენდთან“.
ცნობილია, რომ კოლექცია 8 ნოემბრისთვის მზად იქნება, თუმცა კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე მის შესახებ არ ვრცელდება.
სკოტი ცნობილია თავისი თანამშრომლობით მოდის ისეთ წარმომადგენლებთან, როგორიც კარლ ლაგერფილდი, სტელა მაკარტნი, ვერსაჩე და სხვები არიან. მისი კოლექციები მოდის ინსდუსტრიაში ყოველთვის თვალსაჩინო ადგილს იკავებს.