Dolce & Gabbana-მ ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო. ამ გაზაფხულზე ბრენდის ისტორიაში პირველად, მოდის სახლმა ჩვენება მეგაპოლისში შედგა და კოლექცია ნიუ-იორკს მიუძღვნა. გუშინ კი აქ ახალი მაღაზია გახსნა. სამსართულიანი შენობა, რომელშიც ადრე სახანძრო მდებარეობდა, მთლიანად რესტავრირებულია და მილენიალების საყვარელ ადგილად იქცევა. მაღაზიის ინტერიერი იდეალურია ინსტაგრამის ფოტოებისთვის. როგორც წესი, მაღაზიის გახსნა ხმაურიანი წვეულებით აღნიშნეს.
იმავე საღამოს, დომენიკო და სტეფანომ ახალი კოლექცია ნიუ-იორკის მეტროში წარმოადგინეს. ის ბრენდის მთავარი ღირებულებებს ითვალისწინებდა: ნათელი, მოდური და ცოტა ირონიული.