ბელა ჰადიდმა უკანასკნელი პერიოდი ტოკიოში გაატარა და იქ მოღვაწეობის თუ დასვენების ამსახველი ფოტოები ფართოდ გაგვიზიარა. სუპერმოდელი ისეთ ღონისძიებებზე იმყოფებოდა, როგორებიცაა TAG Heuer-ის მაღაზიის გახსნა, "დიორის" წვეულება... იზეიმა საკურას ყვავილობა, დაუმეგობრდა ადგილობრივ ხალხს და ქუჩებიც თამამად მოიცვა.
მოდელი ტოკიოთი იმდენად შთაგონებული იყო, რომ იდუმალ რებეკა ჰარაიუკუდაც იქცა - მომღიმარ ქერა ქალბატონად, რომელიც ადგილობრივ ბარებს და მაღაზიებს შეისწავლის. "რებეკა" ატარებს ბერეტებსა და ტოპებს, 90-იანების სტილის სათვალეებს - ანალოგიურ ნივთებს, რომლებსაც ბელა. მუშაობიდან შესვენების პერიოდში ტოპ-მოდელი მომხიბვლელად პოზირებდა.