პოპულარული მოდელი ჯიჯი ჰადიდი ჟურნალ Harper’s Bazaar-ის მაისის ნომრის მთავარი გმირი გახდა. ფოტოსესიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თითქმის ყველა კადრში ჯიჯი ძაღლთან ერთად პოზირებს. თავად მოდელმა ინსტაგრამზე შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობით ძალიან მოხარულია.
ჯიჯიმ საკუთარი მისამართით წარმოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა, რომელსაც ინტერნეტში ყოველდღიურად ხედავს:
"კომენტარების უმრავლესობა ნონსენსია, მაგრამ ისინი ტკივილს მაინც გაყენებენ. დღეს ადამიანები ხან ერთს საუბრობენ ხან მეორეს. "მიყვარდა ჯიჯის სხეული, ახლა კი ის დანებდა"- წერენ ისინი. მე სამსახურის გამო არ გავმხდარვარ, ეს ჯანმრთელობის გამო მოხდა. აღმოვაჩინე, რომ ჰაშიმოტოს დაავადება მჭირს, მხოლოდ ჯანსაღი საკვები უნდა მიმეღო".
თავის ფიგურაზე საუბრისას, ჯიჯიმ აღნიშნა, რომ საკუთარი სხეული ნებისმიერ ფორმაში უყვარს:
"ვისურვებდი ისეთი სხეული მქონოდა, როგორიც რამდენიმე წლის წინ, მაგრამ წარსულს დანანებით არ უნდა ვუყუროთ. მიყვარდა ჩემი სხეული მაშინ და მიყვარს ახლაც."-განაცხადა მოდელმა. ჰადიდმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საერთოდ არ იქნება მნიშვნელოვანი ის, რასაც ახლა მასზე საუბრობენ.
ტოპ-მოდელმა ის რჩევაც გაგზვიზიარა, რომელიც მას დედამ კარიერის დასაწყისში მისცა:
"დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ნებისმიერ ფოტოგრაფს, არ აქვს მნიშვნელობა ვინაა ის, აუცილებლად უნდა უთხრა რა გიქმნის დისკომფორტს გადაღებებისას. საქმე იმას ეხება, რომ იცოდე საკუთარი ძალა და სათანადოდ დაიცვა ის."