21 წლის ქლოე მორეთსი ახალი თაობის ვარსკვლავების ნათელი მაგალითია - კინოინდუსტრიაში კარიერა 7 წლის ასაკში დაიწყო, როცა მხოლოდ 16 წლის იყო. 19 წლის ასაკში ბრენდ Coach-ის სახე გახდა. დღეს ცნობილი ქერა მსახიობის რომანტიკული სტილი ბევრ გოგონას შთააგონებს. ქლოეს პოპულარობა კი მოდის სახლებს უფრო და უფრო იზიდავს. ცოტა ხნის წინ, Jimmy Choo-ს სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს. ფოტოსესიაში მორეთსი საყვარელ ფეხსაცმელებსა და ჩანთებს არეკლამებს.
"Jimmy Choo-ს ფეხსაცმელებში თავს ყოველთვის სექსუალურად და კომფორტულად ვგრძნობ. ვგიჟდები ბრენდის აქსესუარებზე: ისინი იდეალურად უხდება წითელ ხალიჩას თუ ოჯახურ საღამოებს."-განაცხადა ქლოემ.
ცოტა ხნის წინ, მისი შეყვარებული, ბრუკლინ ბექჰემი 20 წლის მოდელთან კოცნისას შენიშნეს