სულ მალე, ბრიტანულ სამეფო ოჯახში მესამე პატარა შეემატებათ. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი მესამეჯერ გახდებიან მშობლები. კემბრიჯის ჰერცოგინია დეკრეტში გავიდა და ამ მოვლენისთვის უკვე ემზადება. ამ პერიოდის განმავლობაში მის ჩაცმულობას იმაზე მეტად განიხილავენ, ვიდრე მომავალ ბავშვს.
#1 უკვე პირველ თვეებში ქეითი არ ცდილობდა მუცლის დაფარვას და მას პალტოთი გამოკვეთდა.
#2 ქეითი აღმერთებს მწვანე ფერს. ეს კაბა მის გრაციოზულობას განსაკუთრებით გამოკვეთდა.
#3 ქეით ცისფერი ფერითაც ხშირად შეამჩნევთ, რაც მის რომანტიკულ ხასიათს უსვამს ხაზს.
#4 ცისფერის კიდევ ერთი ელფერი - ამჯერად ფირუზისფერი. ბეწვის სახელოები იდეალურად ეხამებოდა მდიდრულ ქუდს.
#5 ცისფერი ხავერდი ალბათ ასე მხოლოდ ქეითს დაამშვენებს, ამბობენ კრიტიკოსები. მსგავსი კაბა ქალბატონს ასაკს ადვილად მოუმატებს, მაგრამ არა მიდლტონს.
#6 "დედოფალი ფიფქია" - ასე უწოდეს ჰერცოგინიას ამ იმიჯის მორგებისას. თუმცა, ქეითმა აქცენტი სინაზეზე გააკეთა და არა სიცივეზე. იმიჯს შეკრული თმა და მინიმალური მაკიაჟი დაემატა.
#7 ქეითმა ზუსტად იცის თუ რა ფერის კაბა იქნება მომგებიანი წითელ ხალიჩაზე. მუქი მწვანე კაბა ღია მხრებით და ლოკონები - ჰერცოგინია ნამდვილი ჰოლივუდის ვარსკვლავის იმიჯით წარსდგა.
#8 ერთ-ერთი უკანასკნელი გამოსვლაც მისი ორსულობის ისტორიაში საუკეთესო გამოდგა. ქუდი თითქოს ქეითისთვის იყო შექმნილი, პალტო კი მის სხეულს გრაციოზულ იერს მატებდა.