დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ კოლექცია Alta Moda წარმოადგინეს - მაღალი მოდის კოლექციების ანალოგი. ჩვენების ადგილად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა შეირჩა, სადაც სიმღერის ფონზე მოდელებმა დიდი ზომის კაბები წარმაოდგინეს.
პოდიუმის მთავარი გმირები ცნობილი სუპერმოდელები გახდნენ: ნაომი კემპბელი, სტელა მაქსველი, ჯოან სმოლსი, ეშლი გრემი, რომი სტრიჯი, სარა სამპაიო, კარლი კლოსი.
კოლექციაში ყველაფერია, რასაც მომხმარებლები დომენიკოს და სტეფანოს შემოქმედებაში აღმერთებენ: გრძელი კაბები, ბრჭყვიალები, სმოკინგები, ფოჩები, ბუმბულები, სხვადასხვა ფერის აპლიკაციები და ბეწვი. ლამაზმანები კაბებით ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილ ნაგებობებს გამოხატავდნენ. დიაზინერებმა ორი ექპოქა გააერთიანეს: 20-იანები და 90-იანები: ჰოლივუდის ოქროს ეპოქა და ქუჩი გრაფიტი.
დამსწრე სტუმრები:
სარა ჯესიკა პარკერი, კეტრინ ზედა ჯონსი ქალიშვილთან ერთად
ელ ფენინგი და დაიან კრუგერი