ამ თვეში, ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ქორწინების 7 წლისთავს აღნიშნავენ. სამეფო წყვილი 2011 წლის 29 აპრილს შეუღლდა. ამ წელს კი მთელი მსოფლიო ახალ სამეფო ქორწილს ელის მოუთმენლად. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 19 მაისს დაქორწინდებიან. სანამ ინტერნეტში მეგანის საქორწილო კაბის ვერსიებზე ფიქრობენ, ცნობილმა დემოკრატიულმა ბრენდმა H&M-მა კემბრიჯის ჰერცოგინიას საქორწილო კაბის პროტოტიპი წარმოადგინა.
Alexander McQueen-ის ლეგენდარული კაბის ვერსიის შეძენა მომავალ პატარძლებს საყვარელი ბრენდის ქსელშიც შეუძლიათ. პრინცი უილიამის მეუღლის კაბა დაახლოებით 211 000 დოლარი ღირებულების იყო, ხოლო H&M-ის კაბის ფასი სულ რაღაც 299 ლარს შეადგენს. ორიგინალური ვერსიისგან მას მხოლოდ შლეიფი განასხვავებს.