ბრიტანული Vogue-ის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 102 წლის არსებობის მანძილზე, ყდაზე ჰიჯაბით მოსილი მოდელი პირველად მოხვდა. წინა წლის აპრილში, ჟურნალის კრეატიულ დირექტორად ედვარდ ენინფული დაინიშნა, რომელმაც პირველი ნომერი დეკემბერში გამოუშვა. ედვარდი პირველი მამაკაცია, რომელიც ამ პოზიციაზე აირჩიეს. მას შემდეგ, Vogue-ში დიდი ცვლილებები დაიწყო.
მაისის გამოცემის ყდაზე 9 მოდელი პოზირებს, რომლებიც "მოდას ცვლიან". მათ შორისაა 20 წლის ჰალიმა ადენი. ის შეუერთდა მოდელებს: ადუტ აკეჩი, რედიკა ნეირი, იონ იანგ ბაე, ფარეტა, ფრენ სამერსი, ვიტორია სერეტი, პალომა ელსესერი და სელენა ფორესტი.
"როდესაც თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობ, ჩემთვის საქმე მხოლოდ შავ და თეთრ კანს არ ეხება. ეს არის რასა, ზომა, სოციალურ-ეკონომიკური ფონი, რელიგია, სქესი... ამას ვზეიმობ ახალ გარეკანზე."