ქორწილების პერიოდის წინ, შვედურმა სამოსისა და აქსესუარების ბრენდმა H&M-მმა გადაწყვიტა საქორწილო კოლექცია დემოკრატიული ბრენდისთვის დამახასიათებელ ფასებში გამოეშვა. კოლექცია მოიცავს მაქმანის კაბებს პატარძლისთვის და მათი მეგობრებისთვის, ტოპებს, შარვლებს, ჟაკეტებს, ქვედაბოლოებს და ფეხსაცმელებს...
მაღაზიის საიტზე წარმოდგენილი სამოსის ფერთა გამა პასტელურიდან იწყება და მუქი ვარდისფრითა და შავი ყვავილოვანი პრინტით სრულდება.
ფასები მართლაც გაგაოცებთ, ფეხსაცმელები 25, ხოლო კაბები 59 დოლარიდან იწყება.