გასული წლის ბოლოს ემილი რატაკოვსკიმ საცურაო კოსტიუმების საკუთარი ბრენდი შექმნა, სახელად Inamorata. მოდელმა ახლახანს ინსტაგრამზე ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანია წარმოადგინა, რომელშიც მონაწილეობას მისი ქმარიც იღებს. თამამ ფოტოსესიაში ემილი ბიკინის ახალ მოდელებს ირგებს და წელსზემოთ შიშველიც პოზირებს. სებასტიან ბეარ-მაკლარდი სკანდალური მოდელის ფოტოებში უკვე ხშირად ჩნდება. ფოტოების ავტორი იტალიელი ფოტოგრაფი ემანუელ დანჟელოა. ახლა ბრენდის საიტზე 6 საცურაო კოსტიუმია წარმოდგენილი. ბიკინის ფასი 150$, ხოლო ერთიანი საცურაო კოსტიუმის 160 დოლარია.