ექსტრემალური მრავალშრიანობის მოყვარულმა დემნა გვასალიამ საკუთარი ბრენდის, Vetements-ის სახელით ორმაგი საცურაო კოსტიუმი შექმნა. ყველა გოგონას, რომელსაც უჭირს გადაწვეტილების მიღება თუ როგორი სტილის საცურაო კოსტიუმი მოირგოს, ქართველი დიზაინერი საუკეთესო არჩევანს სთავაზობს. ზაფხულის სეზონი თითქმის მოგვიახლოვდა და დემნას ახალ სამოსს სავარაუდოდ მოდის მოყვარულები სულ მალე მოირგებენ. მისი ფასი 550 $-მდე მერყეობს.