მოდის შესახებ გადაღებული ყველა ფილმი ფართო გაქირავებაში ვერ ხვდება და მხოლოდ მოდური კინემატოგრაფიის მოყვარულთა ცენტრში ხდება ცნობილი. წარმოგიდგენთ მხატვრულ, დოკუმენტურ, სრულმეტრაჟიან ფილმებსა და სერიალებს დიზაინერებსა თუ მოდაში მოღვაწე ადამიანებზე. სურათები უკანასკნელი ორი წლის განმავლობაშია გამოსული და ჩვენ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.
#1 მკერავი ქალი
2016
სამწუხაროა, რომ ქეით უინსლეტის პერსონაჟი რეალობაში არ არსებობდა. კაბები, რომელსაც ის ქმნის იმდენად ლამაზია, რომ მათ ტარებაზე უარს ვერ ვიტყვით. მოდის გარდა, ფილმი სიყვარულს და ნამდვილ ქალად დარჩენას ეხება.
#2 Westwood: Punk, Icon, Activist
2018
ეს ფილმი კი კინოეკრანებზე ერთი კვირის წინ გამოვიდა. ეს არის დოკუმენტური ფილმი ვივიენ ვესტვუდის შესახებ, ქალის, რომელმაც მოდაში პანკის სტილი დაამკვიდრა და მთელი რიგი ეპატაჟური კოლექციები გვაჩუქა. რამ იმოქმედა დიზაინერის სტილზე, სამ ქმარს შორის რომელთან ჰქონდა ყველაზე შთამაგონებელი რომანი და როდის აპირებს 76 წლის დიზაინერი მოდა დატოვოს?
#3 Crazy About Tiffany's
2016
თუ ყოველ დილას ისე ატარებთ როგორც ოდრი ჰეპბერნი ფილმში "საუზმე ტიფანისთან", მაშინ ეს ფილმი ნახეთ. მისი ყურების შემდეგ ბრენდზე ყველაფერი გეცოდინებათ.
#4 Antonio Lopez 1970: Sex Fashion & Disco
2017
1970-მა მოდაში ბევრი საკულტო სახელი გვაჩუქა. მათ შორისაა ანტონიო ლოპესი, ცნობილი მხატვარ-ილუსტრატორი, რომელიც პრესტიჟულ გამოცემებთან თანამშრომლობდა. მის სინატიფეს მიქელანჯელოს ადარებენ, შემოქმედებით ენერგიას კი გიჟურს უწოდებენ.
#5 Dries
2017
დოკუმენტური ფილმი ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ დიზაინერზე, რომლის მუშაობის პროცესის გადაღების უფლებაც ინდუსტრიას დართეს. რეჟისორი მთელი წლის განმავლობაში ყველგან აკვირდებოდა შემოქმედს.
#6 WE MARGIELA
2017
დოკუმენტური ფილმი საკულტო დიზაინერის საიდუმლოებებს ამხელს. როგორია დარჩე დამოუკიდებელი თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში...
#7 Girlboss
2017
რამდენიმე წლის წინ ონლაიმ მაღაზიამ Nasty Gal მოდის ინდუსტრია დაიპყრო: რეკორდული გაყიდვები, მილიონიანი კონტრაქტები და პოპულარობა - ეს ყველაფერი დამაარსებელმა სოფია ამორუზომ განიცადა. თუ როგორ მიაღწია ამას, სერიალის ერთადერთ სეზონშია ნაჩვენები.
#8 Manolo: The Boy Who Made Shoes for Lizards
2017
მანოლო ბლანიკის წარმატების ისტორია, რომლის ფეხსაცმელების ლეგენდა გახდა. როგორ ქმნის ბევრი ცნობილი ლამაზმანის, მათ შორის რიანას, სარა ჯესიკა აპრკერის და სხვების საყვარელ ფეხსაცმელებს - ფილმი აუცილებლად მოგანდომებთ დიზაინერის ფეხსაცმლის ყიდვას.
#9 ამერიკული კრიმინალური ისტორია: ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა
2018
ამერიკული კრიმინალური ისტორიის მეორე სეზონი ვერსაჩეს ცხოვრებასა და მკვლელობას ეხება. დონატელას როლს პენელოპე კრუსი განასახიერებს და ბრენდის საოცარი კოსტიუმები და ინტერიერი ნამდვილად აღტაცებულს დაგტოვებთ.
#10 უხილავი ძაფი
2018
მართალია ფილმში ასახული პერსონაჟი რეალური ადამიანის პროტოტიპი არაა, მაგრამ ოსკარზე ნომინირებული ფილმი მართალ ისტორიებს გვიყვება. ქალები მამაკაცებს აგიჟებენ, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე დიზაინერსა და მის მუზას ეხება. ფილმმა ოსკარი საუკეთესო კოსტიუმების კატეგორიაში მოიპოვა.