გასული წლის ნოემბერში ამერიკელი მომღერალი სპორტული ხაზის Puma-ს სახე გახდა და მის სარეკლამო კამპანიებში იღებს მონაწილეობას. ამჯრად, თავი ბრენდის დიზაინერადაც გამოსცადა. Puma-მ კოლექცია მასთან თანამშრომლობით შექმნა. გომესმა სპორტული ფეხსაცმლის, Phenom Luxe-ის დიზაინი შექმნა.
სელენას მოდელი არ გამოიყურება როგორც სპორტული ფეხსაცმელი. უბრალო დიზაინი, საინტერესო გარეგნობა და მორთულობა - ასეთი ფეხსაცმელი ყველა ვითარებას მოუხდება, სეირნობას თუ წვეულებას.
სელენას თქმით, "პუმასთან" მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესს წარმოადგენდა. ვარსკვლავი გამოტყდა, რომ კოლაბორაციით ძალიან ამაყობს.