H&M-ის ახალ კოლექციაში, სახელწოდებით Conscious Exclusive 2018-ში გაერთიანებულია გადამუშავებული ვერცხლისა და ECONYL®-ის ერთობლიობით შექმნილი კოლექციის დახვეწილობა და მდგრადი მოდის ინოვაციები.
H&M Conscious Exclusive 2018 აერთიანებს მდგრადი მასალების უახლეს ინოვაციებსა და შვედი მხატვრების – კარინ და კარლ ლარსონების ხელოვნების სახლით შთაგონებულ დიზაინს. ეს კოლექცია კარგად შესრულებული ოსტატობისა და დახვეწილობის თანამედროვე გამოხატულებაა. მასში პირველად არის გამოყენებული ორი ახალი მდგრადი მასალა: გადამუშავებული ვერცხლი და ECONYL®-ი, რომელიც ბადეებისა და ნეილონის სხვა ნარჩენების 100%-ით გადამუშავებითაა მიღებული. Conscious Exclusive-ის 2018 წლის კოლექცია მსოფლიოს რჩეულ მაღაზიებში 19 აპრილიდან გამოჩნდება.
„ძალიან ამაღელვებელია ორი ახალი მდგრადი მასალის ერთ კოლექციაში წარმოდგენა. ECONYL®-ისგან წარმოებული არაჩვეულებრივი მაქმანებითა და გადამუშავებული ვერცხლისაგან შექმნილი ლამაზი სამკაულით ჩვენ მოდის მდგრადი განვითარების საზღვრების გარღვევას განვაგრძობთ. შეიძლება ითქვას, რომ კარინ ლარსონის ნამუშევრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მის ხელოვნების სახლში არსებული დახვეწილი სტილი, თამამი კომპოზიციები და ფერთა გამა დროსაც კი უსწრებდა. ძლიერი ქალის ასეთი სულისკვეთება ჩვენთვის დიდი შთაგონება იყო“, – აღნიშნა ანა-სოფია იოჰანსომა, H&M-ის კრეატიულმა მრჩეველმა.
H&M Conscious Exclusive-ის მეშვიდე კოლექცია აერთიანებს ქალის უმშვენიერეს ტანსაცმელს, თეთრეულს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. ის სიძლიერისა და დახვეწილობის იდეალური კომბინაციაა. ორგანულ ტილოსთან, ორგანულ ბამბასთან, ორგანულ აბრეშუმთან, TENCEL™-სა და გადამუშავებულ პოლიესტერთან ერთად, H&M-მა წელს ორი ახალი მასალა წარმოადგინა: გადამუშავებული ვერცხლი და ECONYL®-ი – ბადეებისა და ნეილონის ნარჩენების 100%-ით გადამუშავებისაგან მიღებული ნეილონის ბოჭკო.
Conscious Exclusive-ის 2018 წლის კოლექცია შთაგონებულია კარინის მიერ ხელით ნაქსოვი გობელენებითა და ნაქარგებით, მისი სიყვარულით თავისი ბაღის მიმართ, კარინისა და კარლის სახლის ოთახების კონტრასტული ხასიათით... დიზაინერთა გუნდმა ეს მოტივები ყვავილოვან ჟაკარდზე, აბსტრაქტულ ნაქარგებსა და პრინტებზე შთამბეჭდავად გადმოიტანა.
კოლექციაში წარმოდგენილია რამდენიმე ისეთი დახვეწილი ნივთი, როგორიცაა, მაგალითად, ECONYL®-ის ორგანული ბამბით შექმნილი ნაქარგებიანი, უსახელო თეთრი გრძელი კაბა, ან გადამუშავებული პოლიესტერისგან დამზადებული მეტალისფერი ჟაკარდის კაბა მწვანე ყვავილებით; ასევე, ჟაკარდის უზურგო პიჯაკი შავი ყვავილებით და ფართოტოტებიანი შარვალი თანამედროვე იერით. მთლიანობაში, კოლექციის ფერთა გამა შედგება მწვანე, თეთრი და შავი ფერებისაგან, რომლებსაც მუქი ლურჯი და ბაცი ვარდისფერი ელფერიც დაჰკრავს. ყაყაჩოს ფორმის ნატიფი და თვალისმომჭრელი სამკაულები წარმოებულია გადამუშავებული ვერცხლისგან, ატლასის ზოლები ფეხსაცმელებში კი – გადამუშავებული პოლიესტერისგან; რაც შეეხება ყელსახვევს ლამაზი პრინტით, ის დამზადებულია TENCEL™-ის ბოჭკოსგან, პატარა ნაზი ჩანთები კი მთლიანად გაფორმებულია გადამუშავებული პლასტმასის მძივებისა და ფარფლებისგან.
„ამ კოლექციაში ჩადებულმა იდეამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი დიზაინი საოცრად მომხიბვლელია. მოდა და მდგრადი განვითარება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში აღარ მოდის და ვფიქრობ, რომ მასალების გადამუშვება და მათი ხელახლა გამოყენება უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა. ნამდვილად შთამაგონებელია იმის ნახვა, როგორ იქმნება ტრენდული დიზაინი გადამუშავებული მასალებისგან“, – ამბობს კრისტი ტარლინგტონ ბარნსი, H&M Conscious Exclusive-ის კამპანიის წლევანდელი სახე.
2018 წლის ბეჭდური კამპანია მოდის ცნობილმა ფოტოგრაფმა, მიკაელ იანსონმა გადაიღო. ამ კამპანიაში მონაწილეობენ აამიტო ლაგუმი (Aamito Lagum), ჟიედრე დუკოსკეტე (Giedrė Dukauskaitė) და კრისტი ტარლინგტონ ბარნსი (Christy Turlington Burns), რომელიც მსოფლიოში ცნობილი მოდელი და მშობელთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის – Every Mother Counts-ის დამფუძნებელია.
სხვა ფოტოების სანახავად, ეწვიეთ ფოტოგალერეას>>> hm.com