21 წლის ბელა ჰადიდმა ამერიკული სათვალეების ბრენდის, Chrome Hearts-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ჯიჯი ჰადიდის და ფოტოსესიაში ავსტრალიელ მოდელთან ერთად, ჯორდან ბარეტთან ერთად პოზირებს. შავ-თეთრ ფოტოებზე წელს ზემოთ შიშველი ბელა კოლეგას ეხვევა.
2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია 90-იანების ესთეტიკით ხასიათდება.
ეს მათი პირველი თანამშრომლობა არაა, 2017 წლის სექტემბერში, მოდელებმა ავსტრალიური Vogue-ს ყდა დაამშვენეს.
ბელა და ჯორდანი რეალურ ცხოვრებაში ხშირად ატარებენ დროს ერთად.