სკანდალური ტელეშოუს "კარდაშიანების ოჯახის" მონაწილე, კიმ კარდაშიანი სოციალურ ქსელში ფოტოებს ყოველდღიურ რეჟიმში ტვირთავს. ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ქუჩაში ახალი იმიჯის დემონსტრირებას ახდენს. თუმცა, მომხმარებლებმა არამარტო მისი სტილი, არამედ ფოტოს უცნაური ფონიც აღნიშნეს. როგორც სჩანს, კეინი უესტის მეუღლე ფოტოს დამუშავებით ისე გაერთო, რომ უკანა პლანზე მანქანის უცნაურ ობიექტად გადაქცევა ვერ შენიშნა.
ეს შეცდომა მომხმარებლებთან ერთად, ტაბლოიდებზეც აქტიურად გაჟღერდა. კარდაშიანს მოუწია აეხსნა მათთვის თუ რაში იყო საქმე.
"ეს ყველაფერი სასაცილოა! ინსტაგრამზე ფოტო გამოვაქვეყნე, რომელიც ჩემს გულშემატკივარს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა. მისგან ავიღე და მხოლოდ ფილტრი დავამატე. როგორც სჩანს, თავად ფანმა დაამუშავა ის მსგავსად და უკანა ავტომობილიც იმიტომ გამოიყურება ასე."
კიმმა ფოტოზე კომენტარების დაწერის ფუნქცია გააუქმა და სხვა სურათების გაზიარება განაგრძო.