მოდის ინდუსტრიის ყველაზე განხილვადი დები, ბელა და ჯიჯი ჰადიდები საფრანგეთის დედაქალაქში ჩაფრინდნენ და მსოფლიოს ყურადღება თავიანთი ჩაცმულობით მაშინვე მიიზიდეს.
ჯიჯიმ ხორცისფერი სპორტული კომბინიზონი დიდი ზომის ჯინსის ქურთუკთან ერთად მოირგო. ბელა კი როგორც სჩანს, "მატრიცის" გმირის, ტრინიტის იმიჯით იყო შთაგონებული და საზოგადოებაში "ბალენსიაგას" შავი ტყავის კოსტიუმით გამოჩნდა. მოდელებს შავი სათვალეები ამშვენებდათ. აქსესუარის მაგივრად, კი ბელამ ყურსასმენების მორგება ამჯობინა.
აღსანიშნავია, რომ ჯიჯიმ ზეინ მალიკთან დაშორების შემდეგ, ინსტაგრამზე პირველი პოსტი დას მიუძღვნა. მან ბელასთან ერთად დადებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "მენატრები". ბელა ამ დროს შანხაიში იმყოფებოდა. ახლა გოგონები კვლავ ერთად არიან.
დებმა ჰადიდებმა ბრიტანული Vogue-ის 2018 წლის მარტის გარეკანი დაამშვენეს. მოდელებმა ფოტოსესიისთვის ერთნაირი იმიჯი მოირგეს: ნატურალური მაკიაჟი, ქაოსური ვარცხნილობა და "ვერსაჩეს" კაბა.