პოპ-ვარსკვლავმა ინსტაგრამზე გულშემატკივრებს ახალი ფოტოები გაუზიარა. ფოტოსესიისთვის 36 წლის ლამაზმანმა ვიქტორიანული სტილის იმიჯი მოირგო: კაბა მაქმანებით Temperley London-ის კოლექციიდან, რასაც ბიონსემ მრავალფეროვანი აქსესუარები შეუსაბამა. მომღერალს სხვადასხვა სამკაული ამშვენებს: სამაჯური, ყელსაბამი, საყურე. ბიონსემ ექსპერიმენტი მაკიაჟშიც გაანხორციელა: ტუჩები მუქი ყავისფერი ტუჩსაცხით გამოყო, თვალები კი ვარდისფერი ჩრდილებით. აღსანიშნავი იყო ვარცხნილობაც.