ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მთავარ ცხოვრებისეულ მოვლენამდე 1 თვე რჩება: აპრილში ქეით მიდლტონმა მესამე შვილი უნდა გააჩინოს. ორსულობის მიუხედავად, ჰერცოგინია სოციალურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა: წლის დასაწყისიდან მოყოლებული ის 40 ღონისძიებას დაესწრო.
დღეს, პრინც უილიამთან ერთად, ლონდონის ოლიმპიურ ბაღს ეწვია, სადაც საქველმოქმედო ორგანიზაციის SportsAid-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ღონისძიების ფარგლებში, უილიამმა და ქეითმა მსაჯებთან ერთად ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ერთა თანამეგობრობას ეძღვნებოდა. შემდეგ კი კალათბურთის მატჩის მაყურებლები გახდნენ. კენსინგტონის სასახლემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ღონისძიება ჰერცოგინიასთვის მშობირობამდე უკანასკნელია. ქეითმა ამ მნიშვნელოვანი მომენტისთვის თეთრი პალტო და შავი შარვალი არჩია.