ბრიტნი სპირსი ცნობილი ბრენდის, "კენზოს" სარეკლამო სახე გახდა და მისი უკანასკნელი კამპანიის ფოტოსესიაში მოგვევლინა. მომღერალი მოდაში აღებული პაუზის შემდეგ, არაჩვეულებრივი ფოტოებით დაგვიბრუნდა. კამპანიის ფოტოგრაფად პიტერ ლინდბერგი გვევლინება.
"ბრიტნი სპირსი საკულტო ქალბატონია. ის მაიკლის და მადონას გვერდით უნდა მოვიხსენიოთ. დროსთან ერთად ის ჩემთვის ჯინსის ტარების საუკეთესო მაგალითიც გახდა. როცა ტანისამოსის დიზაინზე ვმუშაობდი, ვფიქრობდი თუ ვინ მენდომებოდა ჯინსში მენახა. ეს რა თქმა უნდა ბრიტნი უნდა ყოფილიყო, ის ჯინსის დედოფალია."-განაცხადა Kenzo-ს კრეატიულმა დირექტორმა ჰუმბერტო ლეონმა.
"ბავშვობაში ჯინსს ხშირად ვატარებდი და დღემდე ასეა. ჯინსი და მაისური საუკეთესო არჩევანია, როცა გსურს თავი კომფორტულად იგრძნო. ჯინსის კაბა დაჯილდოების წითელ ხალიჩაზეც კი მოვირგე."-განაცხადა ბრიტნიმ.
გადაღებებზე, კადრს მიღმა: