რასთან ერთად უნდა ვატაროთ პასტელური ფერის კოსტიუმები, პრიალა ქვედაბოლოები და ფეხსაცმელები პატარა ქუსლზე? ამას ვიქტორია ბექჰემი ეფექტურად გვასწავლის. ის ერთ-ერთი ქალბატონია, რომლისთვისაც საკულტო სტილის წოდება საკამათო არაა. ის არამხოლოდ ყოველდღიურად წარმოაჩენს თავის უნიკალურ გემოვნებას, არამედ ბრენდსაც უძღვება, რომელიც მოდის საზოგადოებაში მუდამ დადებით შეფასებას იმსახურებს. ამ გაზაფხულზე მაგალითი ვიკისგან აიღეთ და ჯინსებსა და სპორტულ ფეხსაცმელს ლავანდას ტონალობის კოსტიუმები და ერთი ფერის კაბები არჩიეთ.
#1
#2
#3
#4
#5
#6
#7
#8
#9
#10