ამ სიის გმირები შესაძლოა საკულტო სტილის ქალბატონებად ვაღიაროთ. მათი საზოგადოებაში გამოჩენა მოვლენა ხდება, უამრავი თაყვანისმცემლის შთაგონების წყარო ხდებიან და მუდამ მომხიბვლელად გამოიყურებიან. აღსანიშნავია ფაქტი, რომ მათ პირადი სტილისტები არ ჰყავთ.
ცოტა ხნის წინ, ბლეიკ ლაივლიმ შოუში განაცხადა, რომ სხვადასხვა ღონისძიებებისთვის საკუთარ იმიჯზე თავად ზრუნავს: "ჩემთვის ტანისამოსის არჩევა თავად მირჩევნია და ეს პროცესი ძალიან მომწონს. მიყვარს დიზაინი და მოდა - ეს კი თვითგამოხატვის ჩემებური მეთოდია. ასე წარმოვაჩენ ჩემს შემოქმედებით ბუნებას. ეს პროცესი არც ისე რთულია. დილას გარდერობს ვაღებთ და რაც მოგვეწონება ვიცმევთ. მოდის ჩვენებებზე ხშირად დავდივარ და ტრენდებსაც ყურადღებას ვაქცევ. რა თქმა უნდა მყავს დამხმარე ადამიანი, მაგრამ ის უბრალოდ დიზაინერს ეკონტაქტება."
დაიან კიტონი: "ტანისამოსზე ვგიჟდები, ის ჩემი ვნებაა"
დაიან კრუგერი: "ჩემი თავის სტილისტი მე თვითონ ვარ. ხშირად, წითელი ხალიჩის სამოსს დიზაინერებს ერთი დღით ვართმევ, შემდეგ კი ვუბრუნებ. არანაირი დაუსრულებელი შოპინგი და სავსე კარადა."
ქეით მოსი
დიტა ფონ ტიზი