17 მარტს მსოფლიოში წმინდა პატრიკის დღე აღნიშნეს. ამ დროს დიდ ბრიტანეთში ტრადიციული აღლუმი ეწყობა, რომელსაც ფეხმძიმე ქეით მილდტონი და პრინცი უილიამი დაესწრნენ. ირლანდიური გვარდიის აღლუმზე სამეფო წყვილმა მონაწილეებს სადღესასწაულო სიმბოლო - სამყურა ყვავილები გადასცა. ოფიციალურ ღონისძიებას პრინცი კლასიკური სამხედრო ფორმით დაესწრო, მიდლტონმა კი დღესასწაულის ტრადიციული ფერის აღსანიშნავად, მწვანე ფერის სამოსი მოირგო. Catherine Walker-ის მწვანე პალტოს იმავე ტონალობის ქუდი შეურჩია. 8 თვის ფეხმძიმე ჰერცოგინიას იმიჯი საკმაოდ ელეგანტურად შეაფასეს.
ამ დღის აღსანიშნავად, თეთრ სახლშიც ოფიციალური ღონისძიება გამართეს. აშშ-ს პრეზიდენტმა და მისმა ცოლმა, ირლანდიის პრემიერ მინისტრი საპატიო ვახშამზე მიიპატიჟეს. საღამოსთვის მელანიამ Brandon Maxwell-ის კაბა არჩია და ქეითის მსგავსად, ამ დღის სიმბოლურ ფერზე, მწვანეზე გაამახვილა ყურადღება. პირველ ლედის Christian Louboutin-ის ფეხსაცმელები ამშვენებდა.