Reebok-მა ცოტა ხნის წინ, ბრენდის სახედ გალ გადოთი აირჩია, ახლა კი მისი მონაწილეობით სარეკლამო ფოტოებიც გამოაქვეყნა. Wonder Woman-ი ფიტნესის დიდი მოყვარულია: "იმის გამო, რომ დედაჩემი ფიტნესის პედაგოგია, აქტიური ცხოვრების სტილთან შეხება ადრეული ასაკიდან მქონდა. ფიტნესის მეშვეობით აღმოვაჩინე, რომ უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი გავხდი და ვერ წარმოვიდგენდი იმაზე უკეთეს პარტნიორს ვიდრე Reebok-ს."
გალი ისეთ ქალბატონებს შეუერთდა, როგორებიც არიან: არიანა გრანდე, ჯიჯი ჰადიდი და ვიქტორია ბექჰემი. ბრენდის მიზანი ძალაუფლების მქონე ქალის იმიჯის წინ წამოწევაა: "ვეძებთ ქალებს, რომლებიც დამოუკიდებლობის შეგრძნებას ყველა თაობას შთააგონებენ. გალის ბუნებრივი ლიდერული უნარჩვევები მილიონისთვის ხდება ინსპირაციის წყარო. ფიტნესის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება შევცვალოთ."