Calvin Klein-მა თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნად მოდელებთან, კაია და პრესლი გერბერებთან თანამშრომლობის შესახებ წლის დასაწყისში განაცხადა. ამ დღეებში, ბრენდმა მათი მონაწილეობით სარეკლამო კამპანია უკვე მეორედ გამოაქვეყნა. სინდი კროუფორდის შვილები ჯინსის სამოსით პოზირებენ - მთლიანად ჯინსის სამოსი ამ გაზაფხულის აქტუალური ტრენდია. ასეთი ფოტოები ბრენდის კრეატიული დირექტორის, რაფ საიმონსის მთავარ იდეას გამხოატავს: ბრენდის მომხმარებლები ერთი ოჯახი არიან. მას შემდეგ, რაც Calvin Klein-ის სათავეში რაფ საიმონსია, ბრენდის სარეკლამო კამპანიებში ყველაზე განხილვადი ვარსკვლავები მონაწილეობენ: კარდაშიან-ჯენერები, მარგო რობი, ქეით მოსი, ზოი კრავიცი, ბელა ჰადიდი და სხვები.
სარეკლამო ვიდეოში და-ძმა ერთმანეთს სხვადასხვა თამაშებში ეჯიბრებიან