კენდალ ჯენერი ამერიკული Vogue-ის აპრილის ნომრის ყდაზე უჩვეულო იმიჯით წარსდგა: მოდელს მხარზე თუთიყუში ეჯდა. ვარსკვლავმა ფოტო საკუთარ ინსტაგრამ გვერდზეც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი ოცნება ახდა.
ამასთან, ჯენერმა გამოცემას ინტერვიუც მისცა, სადაც პირად ცხოვრებაზე კაილი ჯენერის ორსულობაზე და იმაზე საუბრობს, თუ როგორ ეხმარება მედიტაცია დატვირთული გრაფიკის პერიოდში.
პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვას კენდალმა შემდეგნაირად უპასუხა: "მე მომწონს ჩემი პირადი ცხოვრება. ბედნიერი ვარ. ის ძალიან საყვარელია და კარგად მექცევა."
მოდელი გამოტყდა, რომ დის ორსულობა მისთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგანაც ბავშვი იმ ადამიანისაა, რომელთან ერთადაც გაიზარდა: "ამ პერიოდმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა."
"ცხოვრების ბოლოს, იმას მნიშვნელობა აღარ ექნება, რომ ყოველდღე მუშაობდი და ფული გამოიმუშავე. იმ ურთიერთობებს ექნება მნიშვნელობა, რაც ცხოვრების განმავლობაში აშენე და იმ სიყვარულს, რასაც ქმნიდი. ესაა ჩემთვის ყველაზე მთავარი : რას ტოვებ შენს უკან."
გამოცემამ სუპერმოდელს ასევე ვიდეო გადაუღო, სადაც კენდალი ეგზისტენციალურ პასუხებს პასუხობს