20 წლის კაილი ჯენერი საკუთარი სტილით ბევრ ახალგაზრდა გოგონას შთააგონებს. მართალია, უკანასკნელ პერიოდში ვარსკვლავმა ორსულობით უფრო მიიქცია ყურადღება, ვიდრე სტილის ექსპერიმენტებით, მაგრამ კაილი თავის საქმიანობას აქტიურად უბრუნდება. მშობიარობიდან 1 თვის შემდეგ, ჯენერი თავს კვლავ ისე წარმოგივდგენს, როგორც დახვეწილი მოდის მიმდევარი.
კაილის ჩანთების მიმართ სიყვარული ყველასთვის ცნობილია, ამჯერად გოგონამ თავისი ძვირადღირებული და მასშტაბური გარდერობის ფოტო გაგვიზიარა. თაროებზე ისეთი ბრენდების აქსესუარებს ვხედავთ, როგორებიცაა Louis Vuitton, Gucci, Chanel, Dior, Supreme... თუმცა მათ შორის უპირობო ლიდერად მაინც Hermes Birkin რჩება. კარდაშიანების უმცროს დას ყველა სტილის და ფერის ჩანთა აქვს, რომლებზეც უამრავი გოგონა ოცნებობს.
კაილი ჯენერის სტილი ძვირადღირებული ჩანთებით: