ვიქტორია ბექჰემი თავისი მოღვაწეობით გვარწმუნებს, რომ ქალური მხარდაჭერა მისთვის ნაცნობია, "ქალთა ერთიანობის სიძლიერეს" ის ჯერ კიდევ ჯგუფ Spice Girls-ით გამოხატავდა. 43 წლის დიზაინერი წარმატებულ მოდის ბრენდს მართავს, რომლის თანამშრომელთა 75 % ქალია.
ქალთა საერთაშორისო დღისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიქტორიამ საკუთარ მისიაზე ისაუბრა: მას სურს სხვა ქალბატონებს პროფესიონალურ თუ პირად ცხოვრებაში მხარი დაუჭიროს: "ჩემი ბიზნესის მესამედი ქალი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. ყოველდღე მივდივარ სამსახურში და შთაგონებული ვარ ქალებით, რომლებიც საოცრად შრომობენ თავიანთი ოჯახებისთვის. სამუშაო გუნდი იმის გამო არ დამიქირავებია, რომ ქალები იყვნენ, მე ისინი ავიყვანე, რადგანაც თავიანთ საქმეში საუკეთესოები იყვნენ. მიყვარს ქალების კომპანია!"
ბექჰემმა ასევე მის ინსპირაციის წყაროებზე: ანა ვინტურსა და დაიან ვონ ფურშტენბერგზეც ისაუბრა: "დაუჭირეთ ერთმანეთს მხარი. იყავი ის ქალი, ის გოგონა, რომელსაც სხვა ქალები მოსწონს. ძალია ცუდია, თუ შენი სქესის წარმომადგენლების მიმართ ანტიპათიით ხარ განწყობილი. ვწუხვარ, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. წარსულში, ჩემზე ბევრი უარყოფითი რამ სწორედ ქალებს დაუწერიათ, რაც გულსატკენია. ნუ იქნებით ასეთი ქალები, მოდით, შევცვალოთ ეს!"
დიზაინერის კომპანიას წელს 10 წლის იუბილე უსრულდება: "ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი, გარშემო ქალები რომ არ მყოლოდნენ. ჩემი ნომერ პირველი მხარდაჭერი ჩემი ქმარია, შემდეგ ჩემი შვილები. გამიმართლა, რომ ვაკეთებ იმას, რაც მხოლოდ ვალდებულებას არ ჰგავს."
ასევე, ვიქტორიამ განაცხადა, რომ ისეთ ტანისამოსს ქმნის, რომლის ტარებაზეც თავად ოცნებობს.