"ბალენსიაგას" ახალი 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ინტერნეტში სასაცილო ფოტოების შექმნის ინსპირაციად იქცა. დემნა გვასალიამ ახალ სეზონზე დიდი ზომის მოსაცმელების და ბევრი პერანგის ერთად ჩაცმა შემოგვთავაზა. ახალი ტრენდი ინსტაგრამზე "გუჩის" თავების მსგავსად აიტაცეს და "ბალენსიაგას" მოდელები სხვადასხვა სასაცილო გარემოს მოარგეს.
"გიგანტური ჟაკეტების" მოძრაობის ალტერეგოდ ჯოი ტრიბიანი იქცა სერიალიდან "მეგობრები". პერსონაჟმა ერთ-ერთ სერიაში მეგობრის ყველა სამოსის ერთად ჩაცმა გადაწყვიტა.