ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი წლებია, რაც ყველაზე მთხოვნადი მოდელის სტატუსს ინარჩუნებს. 37 წლის მოდელის უნიკალური გარეგნობით უამრავი ადამიანია აღფრთოვანებული, თუმცა ახლახან, სხვა ვარსკვლავების მსგავსად, სოციალურ ქსელში მისი ორეული გოგონაც გამოჩნდა. პაულა ლა კრუა ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და ჟიზელის მსგავსად, ბრაზილიიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის სხვაობა 21 წელია, გოგონები ერთმანეთს საოცრად ჰგვანან. "უდიდესი პატივია ის ფაქტი, რომ ჟიზელს მადარებენ"-აცხადებს გოგონა.
პაულასთვის ბუნდჰენი, როგორც მოდელი შთაგონების წყაროა, თუმცა მას სურს, რომ ინდუსტრიამ ისინი ორ განსხვავებულ ინდივიდუალად აღიქვას. მიუხედავად მსგავსებისა, გოგონა ცდილობს მოდაში თავი საკუთარი სახელით და არა ჟიზელთან მსგავსებით დაიმკვიდროს.
"რა თქმა უნდა ის ჩემთვის უდიდესი ინსპირაციაა. მაგრამ მე ჩემი კარიერული გზის შექმნა მინდა."