ქალთა საერთაშორისო დღისთვის Net-a-Porter-მა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან Women for Women International-თან ერთად მაისურების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა. დიზაინზე მუშაობა შემდეგ ბრენდებს სთხოვეს: Ganni, Off-White, Rosie Assoulin, Chloé, Stella McCartney და Bella Freud. გაყიდვებით შემოსული თანხები იმ ფონდში გადაირიცხება, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაშავებულ ქალებს ახალი ცხოვრების დაწყებაში ეხმარება.
მაისურები ნიკოლ კიდმანმა, ნატალია ვოდიანოვამ, დაკოტა ფენინგმა, ვაიოლა დევისმა, ზოე სალდანამ და ტარაჯი ჰენსონმა მოისინჯეს.