სპორტული სტილი თანამედროვე სამყაროში საკმაოდ პოპულარული ხდება და ვარსკვლავებიც მის აქტიურ პროპაგანდას ეწევიან. ცნობილ ლამაზმანებს გემოვნებიანი სპორტული სამოსის მორგება ყველგან და ყველა ვითარებაში შეუძლიათ: სეირნობისას, წითელ ხალიჩაზე თუ წვეულებაზე.
#1 კენდალ ჯენერი
რთულია მოიფიქრო სამოსი, რომელიც სპორტულ ტანსაცმელზე უფრო მოხერხებული იქნება. თუმცა კენდალ ჯენერს ისინი მხოლოდ კომფორტისთვის არ უყვარს. ახალგაზრდა მოდელი ქუჩის სტილის ვარსკვლავი ხდება. adidas-ის ამ შავ-თეთრი კომპლექტის ღირებულება ონლაინ მაღაზიაში 150 ევროა.
#2 ჯარედ ლეტო
წითელი სპორტული შარვალი, ვარდისფერი მაისური, ჟაკეტი გიგანტური ვარდით და ნარინჯისფერი წინდები. მარტივი სიგიჟე და შესამჩნევი სიმდიდრე - სწორედ ამიტომ გვიყვარს ლეტოს სტილი. მსახიობის იმიჯზე ალესანდრო მიკელე აგებს პასუხს, "გუჩის" კრეატიული დირექტორი.
#3 რიანა
რიანა თვლის, რომ კოსტიუმმა შესაძლოა საღამოს კაბაც კი ჩაანაცვლოს და Fenty x Puma-ს ვარდისფერ კომპლექტს ქმნის. მომღერალი გვაჩვენებს თუ როგორ მოვირგოთ თამამი ნივთი.
#4 კორტნი კარდაშიანი
კარგი მაგალითია, თუ როგორ იქცევა სპორტული შარვალი იმაზე ეფექტურ სამოსად, ვიდრე საღამოს კაბა - ამას კი კომფორტიც ემატება. აირჩიეთ ნათელი ფერის შარვალი და შეუხამეთ ლაკონიურ ზედას.
#5 A$AP ROCKY
სხვადასხვა კოსტიუმების ელემენტები შესაძლოა ერთად წარმატებულად ვატაროთ.
#6 ქეით მიდლტონი
სამეფო ოჯახის წევრებიც ატარებენ სპორტულ სამოსს. ბრიტანული ასოციაციის მიერ მოწყობილ ჩოგბურთის ღონისძიებაზე, კემბრიჯის ჰერცოგინიამ Monreal London-ის სპორტულები მოირგო. 345 $ ღირებულების ნივთი ონლაინ მაღაზიებში სრულად გაიყიდა.
#7 ჯიჯი ჰადიდი
წითელი სპორტულები, ნაცრისფერი მაისური და მზის სათვალეები - სწორედ ასე გამოიყურება იდეალური დასვენებისთვის განკუთვნილი უნიფორმა.