2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის Balenciaga-მ მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციასთან გააფორმა ხელშეკრულება. World Food Programme-ის მისიაა 2030 წლისთვის პლანეტაზე შიმშილობა აღმოიფხვრას.
Balenciaga-ს მიზანია ადამიანები იმ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო გააერთიანოს, რასაც საერთაშორისო შიმშილობა ჰქვია. თანამშრომლობა ემსახურება იმას, რომ მოდა პრაქტიკული მიზნებისთვის სასარგებლო გახდეს, იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია.
Balenciaga-ს პროდუქტის შეძენით თქვენ იმ ადამიანთა ნაწილი გახდებით, რომლებიც სხვებზე ზრუნავენ და ძლიერი მომავლის აშენებისთვის საკუთარ წილ აგურსაც დებენ.
2018 წლის 25 აგვისტოდან 2019 წლის 1 თებერვლამდე, Balenciaga იმ თითოეული ნივთიდან, რომელიც გაიყიდება, 10 %-ს გაიღებს, ამასთან, ბრენდმა 250 000 $ ორგანიზაციას უკვე გადასცა.
დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით ბრენდი ყველა იმ ადამიანს დაეხმარება, რომელსაც საკვების შეძენის სახსრები არ აქვს.
ცოტა ხნის წინ პარიზის მოდის კვირეულზე სწორედ მომავალი შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება შედგა: