პარიზის მოდის კვირეულის დასვნით დღეს ტრადიციულად "შანელის" ახალი კოლექციის შოუ ხსნის. კარლ ლაგერფილდი ჩვენებისთვის გრან-პალეს მრავალფეროვან ლოკაციად აქცევს: სუპერმარკეტად, ქალაქის პროსპექტად თუ ჩანჩქერებად. ამჯერად, 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოელქციის წარსადგენად კარლმა შემოდგომის ტყე შექმნა: ხალიჩის მაგივრად ფოთლები და კედლებზე უსასრულო ტყის ეფექტი.
ჩვენების გმირებმა პოდიუმი კაბა-სმოკინგებით, ტვიდის კოსტიუმებით, გრძელი პალტოებით, ბოტფორდებით და გრძელი ხელთათმანებით დაიპყრეს.
![]()



პრაქტიკული და მოხერხებული სამოსი, რომლითაც საშემოდგომო გარდერობის დაკომპლექტება შეგვიძლია - ასე ხსნიან "შანელის" მორიგ საოცარ კოლექციას. შოუ გრეის ელიზაბეტმა შავი კლასიკური პალტოთი გახსნა.

ჩვენებაში მონაწილეობა კაია გერბერმაც მიიღო. რომელმაც საკუთარი სამოსით კოლექციის რამდენიმე ტრენდი წარმოადგინა: სხვადასხვა საყურეები და ფერადი გრძელი ხელთათმანები.


შოუს ბოლოს კი კარლი ახალ მუზასთან ლუნა ბიილთან ერთად გამოვიდა.



კოლექცია:




















