27 წლის მოდელი და Victoria’s Secret-ის "ანგელოზი" 25 წლის ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეს, სტერლინგ შეპარდს გაყვა ცოლად. შეყვარებულები არაფერს მალავენ და ცერემონიიდან აქტიურად გვიზიარებენ ფოტოებს. შანელმა ქორწილისთვის 2 კაბა მოირგო, ორივე ცნობილი დიზაინერის Zuhair Murad-ის კოლექციიდან.
ფოტოების მიხედვით გულშემატკივრები ინტერნეტში მსჯელობენ, რომ შესაძლოა ახალგაზრდა მოდელი ორსულად იყოს. მისი მეუღლეც ცეკვისას ლამაზმანს მუდამ მუცელზე ადევდა ხელს.
შანელ იმანმა და სტერლინგ შეოარდმა ერთმანეთი 2016 წლის ნოემბერში, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს.