კომპანია Lacoste-მ საკულტო ლოგოს შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ, ბრენდის გულშემატკივრებს სანერვიულო არ აქვთ: ცვლილება მხოლოდ დროებითია და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ემსახურება. ნიანგი ადგილს იმ ცხოველებს უთმობს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ.
ბრენდის დაარსებიდან, 1933 წლიდან მოყოლებული, ნიანგი მოდის სახლის მიერ წარმოებულ ყველა სამოსზე გვხვდება. რთულიც კია მის ადგილას რაიმე სხვა წარმოვიდგინოთ, მაგრამ დრო იცვლება და ახლა ყველა ჩვენგანს შეუძლია ოდნავ განსხვავებული სიმბოლოთი გაფორმებული ბრენდის მაისურით, გადაშენების პირას მყოფი ცხოველები დაიცვას.
ნიანგს ლოგოზე სუმატრის ვეფხვი, აღმოსავლეთის შავი რქოსანი გიბონი, კალიფორნიული ზღვის გოჭი და სხვა იშვიათი ცხოველები ცვლიან.
3 წლიანი პროექტის განმავლობაში, 2000-მდე მაისურზე სხვადასხვა ორგანიზმები გამოისახება. თითოეული პერანგის ღირებულება 183 $ იქნება და მთლიანი შემოსავალი იმ ორგანიზაციას გადაეგზავნება, რომელიც ცხოველებს გადაშენებისგან იცავს.
მაისურების რაოდენობა ცხოველების რაოდენობის პირდაპირპროპორციული იქნება. მაგალითად პლანეტაზე სულ 350 ცალი სუმატრის ვეფხვი დარჩა და მაისურებიც სწორედ ამ რაოდენობის გამოვა.