2018 წლის "ოსკარი" დასრულდა. სტუმრების ჩაცმულობის განხილვა კი მხოლოდ ახლა იწყება. მიუხედავად იმისა, რომ დოლბის თეატრში ცნობილი ადამიანების უმეტესობა მეწყვილის გარეშე მივიდა, ზოგიერთი მათგანი მეორე ნახევართან ერთად მაინც დააფიქსირეს. მეწყვილეებს ფოტოს ერთად გადაღების შემდეგ, ფოტოგრაფების წინაშე ცალ-ცალკე პოზირება უწევთ.
#1 მეთიუ მაკკონაჰი და კამილა ალვესი
წყვილი როგორც ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა. ოსკაროსანი მსახიობის მეუღლემ თეთრი ფართო კაბა მოირგო.
#2 მერილ სტრიპი და დონ გამერი
მერილი პრესტიჟულ დაჯილდოებებზე უკვე ათეული წელია რაც ქმართან ერთად დადის.
#3 გალ გადოთი და იარონ ვერსანო
გადოთის 20-იანი წლების კაბას ქმარმა მთლიანად შავი სამოსი ჰარმონიულად შეუხამა.
#4 ენსელ ელგორტი და ვერონიკა კომიშანი
"ბეიბი დრაივერის" ვარსკვლავი "ოსკარზე" შეყვარებულთან ერთად გამოცხადდა. გოგონამ წითელი ხალიჩისთვის შავი კაბა ბიუსჰალტერის გარეშე მოირგო.
#5 არმი ჰამერი და ელიზაბეტ ჩეიმბერსი
Call Me by Your Name-ის მსახიობი დაჯილდოებაზე ცოლთან ერთად მივიდა. არმის წითელი ფერის კოსტიუმი ეცვა.
#6 სელმა ჰაიეკი და ფრანსუა ჰენრი პინო
სელმამ კაბის არჩევანით კინოკრიტიკოსთა გული ვერ მოიგო, თუმცა ქმართან ერთად პოზირებით ნამდვილად მომხიბვლელი კადრები შექმნა.
#7 სემ როქველი და ლესლი ბიბი
სემმა გასულ საღამოს "ოსკარის" მოპოვება შეძლო. მას გვერდს შავ კაბაში გამოწყობილი მეუღლე უმშვენებდა.
#8 კობი ბრაიანი და ვანესა ლეინი
ცნობილმა კალათბურთელმა ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის მიიღო.